შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემის მიხედვით, დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



