Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

სულხან მესხიძე მარტი 3, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც თებერვალში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. ძველი ავარიული ხიდი გასული წლის მაისში ჩაკეტეს და მას შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.

გოროდოკი მჭიდროდ დასახლებული უბანია, სადაც ალტერნატიული გზა ძირითად მარშრუტთან შედარებით მოშორებით მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, შემოვლითი გზის გამო ტაქსები დასახლებაში შესვლას ერიდებიან, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებს ადგილზე მისასვლელად მეტი დრო სჭირდებათ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხიდის ჩაკეტვის დღეს ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გადაიღეს ფოტოები, თუმცა მას შემდეგ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა არ გამოჩენილა. შექმნილ ვითარებას მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს.

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერიაში ამტკიცებენ, რომ სამუშაოების დაწყება ობიექტური მიზეზით შეფერხდა. უწყების ინფორმაციით, ხიდის ორივე მხარეს გადის ბუნებრივი აირის მილი, რომელიც მაღალმთიანი აჭარისა და ქალაქის ნაწილის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მილსადენის გადატანა ზამთრის სეზონის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მერიის განცხადებით, კომპანია „სოკარ ჯორჯიადან“ მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, მილსადენის გადატანის სამუშაოები გაზაფხულზე დაიგეგმება. მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

Post navigation

Previous: ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
Next: რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.