Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში რესტორანში სროლის საქმეზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო – ერთს 18, მეორეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირი დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება 2025 წლის 18 ივლისს ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ სისხლიან ინციდენტს. სასამართლოზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა სხვა თურქეთის მოქალაქეების მიმართ. სროლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული გადარჩა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებისთვის ამის შესახებ არ უცნობებია.

მტკიცებულებების მიხედვით, ორივე ბრალდებულმა 2025 წლის 16 ივლისს, ტყისა და მთიანი ტერიტორიის გავლით, ჯგუფურად და უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა.

ბრალდებულები 18 ივლისს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე, ხოლო მეორეს / განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი სრულად ცნო დამნაშავედ. ერთ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მეორეს – 5 წლით პატიმრობა.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 03 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ხელვაჩაურში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე

აჭარა თაიმსი აგვისტო 25, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აგვისტო 27, 2026
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა

აგვისტო 27, 2026
ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა

აგვისტო 27, 2026
სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება

აგვისტო 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 27, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის ნახევარფინალშია fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის ნახევარფინალშია

აგვისტო 27, 2026
„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აგვისტო 27, 2026
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 2
  • საქართველო

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა

აგვისტო 27, 2026
ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა

აგვისტო 27, 2026
სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება

აგვისტო 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 27, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.