Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

სულხან მესხიძე აპრილი 20, 2026
taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE

ბათუმში სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტეს. მათი მთავარი მოთხოვნა დამსაქმებლების მიერ დაწესებული ტარიფებისა და მაღალი საკომისიოების გადახედვაა.

მძღოლების თქმით, არსებული პირობებით მიღებული შემოსავალი არასაკმარისია, განსაკუთრებით გაზრდილი საწვავის ფასების ფონზე. ისინი აცხადებენ, რომ თუ მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება და საკომისიო არ შემცირდება, მუშაობა მათთვის ეკონომიკურად არარენტაბელური ხდება.

აქციის მონაწილეები პროცესში მთავრობის ჩართულობასაც ითხოვენ. მათი შეფასებით, პრობლემის გადაწყვეტა მძღოლების ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

„ჩემზე მეტი მიაქვს დამსაქმებელს. აქ ვინც დგას, თითქმის ყველა ოჯახი მინიმუმ სამი წევრისგან შედგება. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ელოდება საღამოს ჩვენს მიერ გამომუშავებულ ფულს, მაგრამ ვერ ვახერხებთ – დღეს აქ ვდგავართ. თუმცა, რომც არ ვიდგეთ, მაინც არაფერი დაგვრჩება. აქციაზე პირდაპირ საავადმყოფოდან მოვედი. დღეში 12-14 საათს ვმუშაობთ და ბოლოს შეიძლება ბავშვისთვის კანფეტის ფულიც არ გვქონდეს. კომპანიას საერთოდ არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა. ახლა მანქანაზე რეკლამას ვხსნი – უკვე მეზიზღება, მანქანის დანახვაც აღარ მინდა. დილით გაღვიძებაც არ მინდა იმ აზრით, რომ მოჯამაგირე ვარ. მთელი დღე ვმუშაობ, შშმ პირი ვარ და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოჯახის შენახვას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა ჩვენთან საუბარში.

პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა არათანაბარი კონკურენციაც. მძღოლები ამბობენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, ტაქსის სფეროში კვლავ მუშაობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, მათი ინფორმაციით, აპლიკაციებში სხვისი ქართული პირადობის გამოყენებით რეგისტრირდებიან და რეგულაციებს გვერდს უვლიან.

მძღოლების მოთხოვნებს ამ ეტაპზე ტაქსის კომპანიები არ გამოხმაურებიან, რის გამოც უცნობია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი უახლოეს პერიოდში.

Post navigation

Previous: ბათუმში, წყლის მილის დაზიანების გამო გზა ჩავარდა – ავტომობილი ორმოში აღმოჩნდა
Next: ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026
sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველი ბათუმის „ყავის გვირაბი“

სულხან მესხიძე სექტემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 16, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ

სექტემბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 16, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.