Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

აჭარა თაიმსი აპრილი 20, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ბათუმში ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირების შესახებ უწყებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, მათ შორის საქართველოში შემოსვლისა და მიზნების შესახებ. ისინი ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ და ბათუმში ნაქირავებ ბინაში დაბინავდნენ. შემოსვლის დღიდანვე ორივე პირი კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რაც სასამართლოს განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იყვნენ გაწევრიანებული. სუს-ის ინფორმაციით, მათ დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ვიდეოფაილის სახით დააფიქსირეს და ორგანიზაციის ლიდერებს გადაუგზავნეს, რითაც მათ მიმართ უპირობო მორჩილება გამოხატეს. ასევე ირკვევა, რომ ისინი გეგმავდნენ საქართველოს დატოვებას და სხვა ქვეყანაში გამგზავრებას, სადაც ორგანიზაციის მებრძოლებს უნდა შეერთებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 
Next: სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 8, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ივნისი 8, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ივნისი 8, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 5
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.