Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ნებართვების გაცემისას გამოვლინდა შეფასების არქონა, არასრული დოკუმენტაცია და კონკურსის გარეშე გაცემის ფაქტები – აუდიტმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა

აჭარა თაიმსი აპრილი 25, 2026
saxmeleto transportis saagento_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების ნებართვების გაცემის პროცესში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პრობლემები დაფიქსირდა მრავალჯერადი ნებართვების გასაცემ კონკურსებში, სადაც საკონკურსო კომისია ნებართვის მაძიებლებს სრულად დადგენილი კრიტერიუმებით არ აფასებდა. ასევე, რიგ შემთხვევებში შეფასების ქულები არ გამოიყენებოდა, რაც კონკურენტული პროცესის გამჭვირვალობას აზიანებდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონკურსებში გამოვლინდნენ კომპანიები, რომლებმაც გამარჯვება ხარვეზიანი ან არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში მოიპოვეს. აუდიტის ჯგუფს 776 განაცხადიდან 136 საერთოდ არ გადაეცა, ხოლო შესწავლილი შემთხვევებიდან ნაწილში გამარჯვებულებს სრულყოფილი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ წარმოდგენილი.

ანგარიშში ასევე საუბარია შემთხვევებზე, როდესაც მრავალჯერადი საერთაშორისო ნებართვები გაიცა კონკურსებში გამარჯვების დადასტურების გარეშე, რაც კონტროლის სისტემის სუსტ მექანიზმებზე მიუთითებს.

განსაკუთრებული ხარვეზები გამოვლინდა საერთაშორისო სამგზავრო და ECMT ნებართვების გაცემის პრაქტიკაში. აუდიტის მიხედვით, რიგ შემთხვევებში კომპანიებს აკლდათ აუცილებელი ტექნიკური და საკვალიფიკაციო დოკუმენტები, თუმცა მათ მაინც მიენიჭათ ნებართვები. ასევე დაფიქსირდა არავალიდური ან განუახლებელი დოკუმენტაციის გამოყენების შემთხვევებიც.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ნებართვების მართვის სისტემის გამჭვირვალობაზეც. კერძოდ, ნებართვების შესახებ საჯარო ინფორმაციის შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, რაც, ანგარიშის თანახმად, კომპანიებს შორის თანაბარი პირობების შექმნას ართულებს.

დოკუმენტში ასევე შეფასებულია მესამე ქვეყნების ნებართვების გაცემის პროცესი, სადაც დამატებითი ბარიერების შემოღება, მათ შორის ასოციაციის წევრობის ვალდებულება და ფინანსური შენატანები, აუდიტის შეფასებით, საჭირო დამატებით დასაბუთებას მოითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სააგენტოში ნებართვების გაცემის სისტემაში კონტროლისა და დოკუმენტირების მექანიზმები სრულყოფილად არ არის გამართული, რაც პროცესის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას ამცირებს.

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

სატვირთოების მძღოლებმა სადგომებზე გადასახადების გაძვირების გამო აქცია გამართეს

სარფის საბაჟო ერთ დღეში 1309 სატვირთომ გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია – თურქული მედია

 

Post navigation

Previous: სკ „ბათუმმა“ „ივერიონი“ დაამარცხა და ფლეი-ოფის სერია გამარჯვებით დაიწყო
Next: რ/კ „ბათუმი“ 2026 წლის „დიდი 10-ის“ ჩემპიონია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE 1
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.