Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„მიეცით წამალი ბავშვებს“ – ბათუმში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართა

სულხან მესხიძე აპრილი 28, 2026
diushenis sinqromi,aqcia_AJARATIMES.GE

ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იმ მშობლებს უცხადებენ მხარდაჭერას, რომლებიც უკვე ორი თვეა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციებს მართავენ.

შეკრებილების განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა არაჰუმანურია, რადგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა ამ დრომდე არ ხდება. მათი თქმით, პაციენტებს დრო კრიტიკულად ეწურებათ და გადაწყვეტილების გაჭიანურება პირდაპირ აისახება ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

მშობლები აღნიშნავენ, რომ დიალოგისა და კონკრეტული ნაბიჯების ნაცვლად, ხელისუფლება მათ პროპაგანდას უპირისპირებს. მათი შეფასებით, ოფიციალური პირები მედიკამენტების ეფექტურობის არასაკმარისად დადასტურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრეპარატები ერთადერთი გამოსავალი არ არის.

ცნობისთვის: დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესულ დასუსტებას იწვევს და უმეტესად ბავშვებში ვლინდება. საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 100 ადამიანი ცხოვრობს, მათგან უმეტესობა არასრულწლოვანია.

სპეციალისტების ინფორმაციით, დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის პირობებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს შეადგენს, თუმცა თანამედროვე მკურნალობისა და მედიკამენტების გამოყენებით ეს მაჩვენებელი შესაძლოა 30-40 წლამდე გაიზარდოს.

გარემოება: დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ მოთხოვნით, უზრუნველყოს თანამედროვე მედიკამენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში, რაც, მათი თქმით, მათი შვილების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“ „ქუთაისის ტორპედოსთან“ დამარცხდა
Next: ს/კ „ბათუმის“ კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.