Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
xalxi_.ajaratimes.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია. თუმცა ეს ზრდა არ უკავშირდება რეგიონში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობის ზრდას. ამ მხრივ, სიტუაცია კვლავ სავალალოა, რადგან 2025 წელს უფრო ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე 2024 წელს. მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ გარდაცვლილთა რიცხოვნობა გაზრდილია.

აჭარაში მოსახლეობის რაოდენობის, ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობის შესადარებლად, პირობითად, ავიღეთ მონაცემები 2019 წლიდან (პანდემიამდე პერიოდი) 2026 წლის ჩათვლით (მოსახლეობის რიცხოვნობა მოცემულია 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო შობადობისა და გარდაცვალების ბოლო მაჩვენებლები – 2025 წლის მიხედვით).

აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2019-2026 წლები

მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია, ძირითადად, ბათუმის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით თვალშისაცემია 2023 წელი, როცა ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 5,500 ადამიანით გაიზარდა. სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებით, ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, რის შემდეგაც საქართველოში ათასობით რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქე შემოვიდა. მათი ნაწილი დარჩა და აქ თავისი კომპანიები დააფუძნა.

შეგახსენებთ, რომ  საქსტატმა მოსახლეობის ბოლო აღწერა 2024 წელს ჩაატარა. აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ, 2023 წელთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული ხულოს მუნიციპალიტეტში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯამური რიცხოვნობა, 2019-2026 წლები

დიაგრამაზე ჩანს, რომ აჭარის მოსახლეობის რაოდენობა ერთბაშად 5 900 ადამიანით  გაიზარდა 2022 წლის შემდეგ და უკვე 2023 წელს 361 400-ს მიაღწია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ჯამში, აჭარის მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია 57 700 ადამიანით. რა თქმა უნდა, ეს ზრდა მხოლოდ საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას არ უკავშირდება. აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის სხვა რეგიონებიდან აჭარაში, განსაკუთრებით, ბათუმში მიგრირებული მოსახლეობის ეფექტიც. თუმცა, იმავე საქსტატის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

იმას, რომ აჭარაში (და მთლიანად საქართველოშიც) მოსახლეობის ბუნებრივი მატება შობადობის მაჩვენებლებით არაა გამოწვეული, საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს – ბოლო რამდენიმე წელია, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა აჭარაში, 2019-2025 წლები

თუ ცხრილ 2-ს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2019-2025 წლებში აჭარაში, ჯამურად, 36 457 ადამიანი დაიბადა, ხოლო 25 980 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის) 10 477 ადამიანი შეადგინა. ეს გარემოება კარგად ჩანს დიაგრამა 2-ზე.

ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა აჭარაში, ბუნებრივი მატება, 2019-2025 წლები

დიაგრამა 2 აჩვენებს, საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2019 წელს. პანდემიურ წლებში ის შემცირდა (გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში, კოვიდპანდემიის გამო, გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა). 2022 წელს ბუნებრივი მატების ზრდა შეინიშნებოდა, თუმცა პოზიტიური დინამიკა დიდხანს არ გაგრძელდა და 2024 წელს მკვეთრად მოიკლო, 2025 წელს კი მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა.

ამდენად, 2024-2025 წლებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა საგრძნობლად იკლებს, გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი გაზრდილია. ამის მიუხედავად, აჭარის მოსახლეობის რაოდენობა საანგარიშო პერიოდში (2019 წლიდან 2026 წლის 1 იანვრის ჩათვლით) 64 200 ადამიანით გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის განსაკუთრებული წილი სწორედ 2022-2026 წლებზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ეფექტმა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

დაკავშირებული თემები ⇓

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თურქეთსა და რუსეთს სტუმრობდნენ

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოში კანალიზაციის სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის მხოლოდ 54.1%-ია

საქსტატის მტკიცებით, წინასწარი მონაცემები, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 3.9 მილიონია

 

Post navigation

Previous: ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge 1
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.