Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2026
jurnalisturi etikis kartia_AJARATIMES.GE

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი.

ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძესა და „ბათუმელების“ ჟურნალისტ ლელა დუმბაძეს, რომელიც ამავდროულად ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრია, სავარაუდოდ საჯარო მოხელეებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

განცხადების მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარასა და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას. ისინი ამ დროს პატიმრების მშობლების შეხვედრას აშუქებდნენ.

ქარტიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფი რამდენიმე პირი ჟურნალისტების კითხვებს აგრესიითა და მუქარით პასუხობდა. აგრესიულ პირებს შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავებისა და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძე ბიძაშვილია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები უკვე ტენდენციის სახეს ატარებს. ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ისმის, ასევე მედიის წინააღმდეგ ჩადენილი გამოუძიებელი დანაშაულები, დაუსჯელობის განცდას აჩენს და ძალადობას ახალისებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 170-მდე შემთხვევა დააფიქსირეს. ქარტია ჟურნალისტების მიმართ ძალადობას მკაცრად გმობს და სოლიდარობას უცხადებს მედიის ყველა წარმომადგენელს, ვინც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს აგრესიის სამიზნე გახდა.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: „აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან

ლევან ურიდია ნოემბერი 12, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 11, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან

ნოემბერი 12, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან

ნოემბერი 12, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.