შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში აიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


