Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დინამო ბათუმს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

აჭარა თაიმსი ივნისი 28, 2026
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმმა“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ჰაიკ ჰოვაკიმიანი დანიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კლუბმა გაავრცელა.

„დინამო ბათუმის“ სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი იქნება მაღალი კვალიფიკაციის საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელსაც ევროპულ და საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,“ – წერია განცხადებაში.

„თოლიების“ განმარტებით, ჰოვაკიმიანი აღმასრულებელ დონეზე კლუბის მართვას ითავებს. მის მოვალეობებში შევა კლუბის ერთიანი სპორტული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, სატრანსფერო პოლიტიკის ეფექტიანი მართვა, ასევე მთავარი გუნდის, „დინამოს“ აკადემიისა და სკაუტინგის კოორდინაცია.

„დინამო ბათუმში“ მუშაობის დაწყება ჩემთვის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ სრულად დავრწმუნდი ამ პროექტის ამბიციურობაში და მჯერა, რომ მის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია. მაქვს მკაფიო ხედვა, რომელიც სრულ თანხვედრაშია კლუბის ამჟამინდელ მიზნებთან. მზად ვარ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და პროფესიული კავშირები, რათა „დინამომ“ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმ ნანატრ წარმატებას, რომელსაც ეს ქალაქი და გულშემატკივრები იმსახურებენ,“ – განაცხადა ჰოვაკიმიანმა „დინამო ბათუმთან“ ინტერვიუში.

„დინამო ბათუმში“ დანიშვნამდე ჰოვაკიმიანი სპორტული დირექტორის პოზიციაზე სომხურ „ნოასა“ და უნგრულ „დებრეცენში“ მუშაობდა. „ნოასთან“ ერთად ის ორჯერ გახდა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი. „ნოა“ ასევე წარმატებით ასპარეზობდა ევროტურნირებზე. რაც შეეხება უნგრულ „დებრეცენს“, ჰოვაკიმიანთან ერთად გუნდი უნგრეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გახდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

„დინამო ბათუმის“ სპორტული დირექტორის პოზიციაზე ჰაიკ ჰოვაკიმიანის შერჩევა მკაფიო სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. ამ ახალგაზრდა და ამბიციურმა საფეხბურთო მენეჯერმა სამშობლოში, „ნოასთან“ ერთად, წარმატებით განვლო განვითარების ის გზა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიწყებთ. თუ ამას „დებრეცენში“ მუშაობის წარმატებულ გამოცდილებასაც დავუმატებთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი ჩვენს პროექტს მნიშვნელოვნად გააძლიერებს,“ – აღნიშნა „დინამო ბათუმის“ მფლობელმა თემურ მიქელაძემ.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

აჭარა თაიმსი ივნისი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

ივნისი 28, 2026
სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

ივნისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„დინამო ბათუმს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

ივნისი 28, 2026
სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

ივნისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.