Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში ავარიული ხიდის მშენებლობა, ადგილობრივების თქმით, უკვე ორჯერ დაიწყო, თუმცა ორივე შემთხვევაში სამუშაოები მალევე შეჩერდა.

ბათუმის მერიამ სამუშაოების განახლების შესახებ საზოგადოებას ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში აცნობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დასრულების სახელშეკრულებო ვადად მიმდინარე წლის ივნისია განსაზღვრული.

თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ტექნიკა აღარ მუშაობს და სამშენებლო პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილზე ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე იმყოფებოდა, თუმცა ამის შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა.

„მოიყვანეს ტექნიკა, გადაკეტეს ხიდი, ჩადგეს კაბინები, გადაიღეს ფოტოები, შემდეგ წაიღეს კაბინები, ტექნიკაც წაიყვანეს და მორჩა. შემდეგ ისევ მოვიდნენ, ლაზერით აზომეს, ისევ გადაიღეს ფოტოები და წავიდნენ.  დაგვცინიან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „აჭარა თაიმსთან“ საუბარისას.

კითხვით მივმართეთ ბათუმის მერიას, რატომ არ მიმდინარეობს ადგილზე აქტიური სამუშაოები. უწყებაში წერილობით გვიპასუხეს და ირწმუნებიან, რომ მშენებლობის პროცესი სხვა ეტაპზეა გადასული.

„ამ ეტაპზე ქარხანაში მიმდინარეობს ხიდის მალების დამზადება. მათი ტრანსპორტირება და ადგილზე მონტაჟი თვის ბოლოს დაიწყება. არსებული ხიდის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა, რადგან მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება ხიდზე,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩაკეტილი ხიდის გამო დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, ხოლო გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.

ავარიული ხიდი გასული წლის მაისში დაიკეტა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ერთი წლის შემდეგაც დაუსრულებელია.

ნახეთ, ამ თემაზე „აჭარა თაიმსის“ მიერ მომზადებული მასალა არქივიდან 🔻

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

 

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს
Next: ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 12, 2026
„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

ნოემბერი 12, 2026
ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 12, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 12, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8 2
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 12, 2026
„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

ნოემბერი 12, 2026
ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.