Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
magnolia_AJARATIMES.GE

„თეთრი მაგნოლია“ – ასე ეწოდება მრავალბინიან კორპუსს, რომელიც ბათუმის ზღვისპირა ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №4-ში მდებარეობს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არსებული საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. უწყებამ უკვე გამოაცხადა 2.5 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების კონკურსი, რომელში გამარჯვებული სუბიექტიც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს. წინადადებების მიღება 16 ივლისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ფასი მითითებულია დამატებითი ღირებულების გარეშე. სამუშაოები უნდა განხორციელდეს „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ მთავრობამ განკარგულება ჯერ კიდევ  2023 წლის 20 აპრილს გამოსცა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. განკარგულებაზე ხელს სწორედ ღარიბაშვილი აწერს.

„შენობა-ნაგებობის  ამჟამინდელი  მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა და ტურისტულ მიმზიდველობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შენობის ფასადის მდგომარეობა, რომელიც ვიზუალურად არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქის იერსახეს და  საჭიროებს სათანადო განახლებასა და რეაბილიტაციას. ქალაქის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის  სრულყოფილად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია განხორციელდეს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები,  რაც მოიცავს როგორც კონსტრუქციულ გამაგრებას, ასევე, ფასადის მოწესრიგებასა და ესთეტიკურ გაუმჯობესებას“, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტექნიკური დავალების თანახმად, სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს. შენობა სრულად უნდა გაახლდეს და თანამედროვე ურბანულ გარემოსთან შესაბამისი სახე მიიღოს. პროექტის მიხედვით, იგეგმება სახლის კონსტრუქციის გამაგრება, ფასადის მოწესრიგება, არქიტექტურული ელემენტების აღდგენა. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს უნებართვო მიშენებების დემონტაჟი, რადგან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ისინი შენობის იერსახეს არღვევს.

„იცით, რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კომპლექსი „მაგნოლია“. დაგეგმილია მისი რეაბილიტაცია, ფასადის სრული გამოცვლა და აღდგენა. ვფიქრობ, ქალაქის ცენტრში სრულიად განსხვავებული იერსახის კორპუსს მივიღებთ,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

„მაგნოლიის“ მშენებლობა კომპანია „ცენტრ პოინტმა“ 2005 წელს დაიწყო. შენობა 2008 წელს უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა ორგანიზაციის ფინანსური პრობლემებისა და სკანდალების გამო, პროცესი გაჭიანურდა. საბოლოოდ, ობიექტის მართვა სხვა კომპანიამ გადაიბარა და ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2011 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

ამის მიუხედავად, სახლის საკომუნიკაციო სისტემები, წლების განმავლობაში, მოუწესრიგებელი იყო. ამიტომ ბათუმის მერია მას ექსპლუატაციაში არ იღებდა. პრობლემები დღემდე მოუგვარებელია, თუმცა შენობაში არაერთი ოჯახი ცხოვრობს. ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე კომერციული ფართიც.

2023 წელს არსებობდა შენობის რეაბილიტაციის იდეა, რომელიც ბათუმის მერიაში ერთ-ერთმა მოქალაქემ პროგრამის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში წარადგინა. იდეის თანახმად, რეაბილიტაციაზე 300 000 ლარი დაიხარჯებოდა. თუმცა მერიამ გადაწყვიტა, რომ იდეა მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა.

„თეთრი მაგნოლიას“ დემონტაჟსა და მის ნაცვლად ახალი კომპლექსის მშენებლობაზე გასულ წლებში აქტიურად საუბრობდნენ. მოქალაქეები წლების განმავლობაში შენობას ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და ვიზუალურად მიუღებელ შენობად მოიხსენიებენ.

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

მთავრობამ დაუმთავრებელი სკვერი გახსნა – ინფრასტრუქტურული პრობლემები გმირთა ხეივანში გახსნიდან 1 თვის შემდეგ

 

Post navigation

Previous: კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
Next: აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
paata keSelava_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
parmen jalagonia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსკოს თავმჯდომარეობა პარმენ ჯალაღონიას აღარ სურს – თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 17, 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია paata keSelava_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

ივნისი 17, 2026
„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ magnolia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

ივნისი 17, 2026
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

ივნისი 17, 2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

ივნისი 17, 2026
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 17, 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია paata keSelava_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

ივნისი 17, 2026
„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ magnolia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

ივნისი 17, 2026
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია IMG_0995 5
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

ივნისი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.