Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
aqcia batumshi_AJARATIMES.GE

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები შეაჯამა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვანების, პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკა, რაც დებულებებს ეწინააღმდეგება და დამამცირებელ მოპყრობად ფასდება.

დოკუმენტში საუბარია ასევე პატიმრების მხრიდან გაჭიანურებული და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების შესახებ არსებულ საჩივრებზე, გადატვირთულობაზე და რესოციალიზაციის პროგრამების დეფიციტზე.

ანგარიშის მიხედვით, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მსჯავრდებულები დღეში 23 საათს საკნებში ატარებენ.

სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია აქციებზე დაკავებულთა მიმართ მოპყრობის საკითხიც.

ანგარიშის წარდგენის დროისთვის ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ჯამში 573 დაკავებული მოინახულეს, რომელთაგან 302 სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 194-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მონახულებული 131 დაკავებულიდან 35 პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.

დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. სახალხო დამცველის განცხადებით, გაიზარდა უკანონო პატიმრობის ხანგრძლივობის შემთხვევები, ხოლო გალისა და ახალგორის სკოლებში დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად ჩანაცვლდა უცხო ენის სტატუსით.

ომბუდსმენი ასევე აკრიტიკებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებს, რომ შესაბამისი ნორმების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელებულია საჯარო სექტორიდან თანამშრომლების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებიც.

ამასთან, ლევან იოსელიანმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რათა აღმოიფხვრას პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებს არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია ავტომატურად ეზღუდებათ.

Post navigation

Previous: მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ
Next: აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნოემბერი 17, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.