Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულო 30 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე ანგისას I შესახვევში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს.

პროექტი მოიცავს ანგისას I შესახვევის №12ა, №14, №14ა, №16, №18, №20, №24-ში და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რვა მიწის ნაკვეთს.

ინიციატორი შპს „რეალ პალას დეველოპმენტია“, ხოლო პროექტი ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა.

დოკუმენტების მიხედვით, გეგმარებითი ერთეულის საერთო ფართობი 7 765 კვადრატული მეტრია, ხოლო უშუალოდ საპროექტო ტერიტორია 3 652 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

დეტალური გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე 33-სართულიანი, 103.7 მეტრი სიმაღლის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.

პროექტი ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 3.5-დან 12.5-მდე გაზრდას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი გადამეტების შემთხვევაში ინვესტორს მუნიციპალიტეტისთვის კომპენსაციის გაწევა მოუწევს.

დადგენილების პროექტის თანახმად, კომპანიას ორი ალტერნატივა ექნება: მუნიციპალიტეტს ე.წ. „შავ კარკასულ“ მდგომარეობაში გადასცეს საცხოვრებელი ფართები, ან გადაიხადოს მათი საბაზრო ღირებულება, რომელიც „თეთრი კარკასული“ ბინების შესაბამისი ფართობის მიხედვით განისაზღვრება.

დადგენილების პროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ ინიციატორმა პროექტირების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

„რეალ პალასის“ ჯგუფის მფლობელები და მათთან დაკავშირებული პირები ასევე დაკავშირებული არიან კომპანიებთან „რეალ პალასი“, „ბლექ სი თაუერსი“ და „რეალ პალას ქონსთრაქშენი“. ისინი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.