ბათუმში ქორწინების ახალი სახლის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, პროექტი ბათუმის ახალ ბულვარში განხორციელდება. ქორწინების სახლის არქიტექტურული კონცეფცია ქართველი არქიტექტორის მიერ არის შემუშავებული და, სამინისტროს შეფასებით, იგი ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს შეესაბამება.
ცნობისთვის, ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან მდებარე ქორწინების სახლი რამდენიმე თვის წინ დაანგრიეს.
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება
ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკა აჭარაში
პრემიერმა წყვილს ოქროს ბეჭედი აჩუქა – იურისტების შეფასებით, ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს



