ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამ ეტაპზე, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

