Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქე პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით 1000 ლარით დააჯარიმეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ირაკლი გობაძე პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, გამოაცხადა.

საქმე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ირაკლი გობაძის მიერ დაწერილ კომენტარს უკავშირდება.

კომენტარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ირაკლი გობაძის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების ინიციატორი ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო – ლელო“ არ ყოფილა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მისი ინტერესების დამცველმა შუამდგომლობა დააყენა იმ პირის დაკითხვის შესახებ, რომლის შეურაცხყოფასაც ედავებიან, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გობაძე ასევე მიიჩნევს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და სანქციას არ უნდა დაქვემდებარებოდა.

ირაკლი გობაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ინსტანციაც მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: არასრულწლოვანი დააკავეს არასრულწლოვანთა ფოტოების გაყალბებითა და გავრცელების ბრალდებით

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avariuli saxli_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

სულხან მესხიძე ნოემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

სულხან მესხიძე ნოემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 5, 2026
გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862 3
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.