Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
giorgi jobava_AJARATIMES.GE

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის მაისში, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, ინფლუენსერ (ინდმეწარმე) გიორგი ჯობავასთან 56 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და აჭარაში მოგზაურობის წამახალისებელი 4-თვიანი კრეატიული სარეკლამო კამპანიის კონცეფციის მომზადება და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სოციალურ ქსელ Visit Batumi-ის საშუალებით სარეკლამო კამპანიის წარმოება. ხელშეკრულება არ მოიცავს კამპანიის ფარგლებში შექმნილი მასალის დაბუსტვას და დარეკლამებას.

ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანია Visit Batumi-ის TikTok-ის ანგარიშზე, რომელსაც 26 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხარისხიანი, მრავლფეროვანი, ტურისტულად მიმზიდველი კონტენტის განთავსება;  აჭარის სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება და მათი რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება; ორგანული მარკეტინგული კამპანიის წარმოება; აუდიტორიის ზრდა; ბათუმისა და აჭარის, როგორც ტურისტული დესტინაციის, თანამედროვედ და მიმზიდველად წარმოჩენა. მომსახურება 2026 წლის 20 მაისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ხელშეკრულების თანახმად, წინასწარი კონცეფციის მიხედვით უნდა დამზადდეს და განთავსდეს ჯამში 32 ვიდეო/რილსი (კვირაში არანაკლებ ორი) და 4 ინტერაქტიული ფორმატის კრეატიული ვიდეო/რილსი (თვეში ერთი). ჯამური თანხა მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მხარეებს შორის ორჯერ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, 13 500 ლარისა და 9 000 ლარის ღირებულების. ამდენად, მიმწოდებელს უკვე აუნაზღაურდა მთლიანი ღირებულების 40%, რაც 22 500 ლარს შეადგენს.

Post navigation

Previous: კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
Next: სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.