საქართველოში ავტომობილით გადაადგილება კიდევ უფრო გაძვირდა, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავის ფასმა ბოლო ორ დღეში კიდევ 3-5 თეთრით მოიმატა. ფასების ახალი ცვლილების შემდეგ, რეგულარის ერთი ლიტრი უკვე 4.02 ლარი ღირს. პრემიუმის ფასი 4.29 ლარს, სუპერის კი 4.62 ლარს შეადგენს.
აგვისტოსა და სექტემბერში ბენზინის ფასი ჯამში 42 თეთრამდე გაიზარდა, დიზელის შემთხვევაში კი მატებამ 91 თეთრამდე მიაღწია. მხოლოდ სექტემბერში ბენზინი სხვადასხვა სადგურზე 14-31 თეთრით გაძვირდა, დიზელის ფასი კი 30-52 თეთრით მოიმატა.
საწვავის ბაზარზე ფასების ზრდა ოფიციალურ სტატისტიკაშიც აისახა. „საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, ბენზინის ფასი 30.2%-ით, დიზელის 54.5%-ით, გაზის საწვავის კი 0.6%-ით იყო გაზრდილი.

