შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარის ბრალდებით.
ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

