ზურაბ ჭავჭანიძე თავისუფალია. სასამართლომ ბათუმელ მედროშესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმების პირობების თანახმად, მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, დამატებით კი 2 წლით პირობითი მსჯავრი.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ზურაბ ჭავჭანიძე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
ზურაბ ჭავჭანიძე – გაგაცნობთ ბათუმის საპროტესტო აქციების კიდევ ერთ მედროშეს

