Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
qedis meria_AJARATIMES.GE

ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ მაღალი გამავლობის (ჯიპი) მსუბუქი ავტომობილის შესყიდვა გადაწყვიტა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მზადდება ხელშეკრულება.

ელექტრონულ ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა – შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“. შემსყიდველისთვის შეთავაზებული ფასი 105 168 ლარია, ანუ იმდენი, რამდენიც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო. მუნიციპალიტეტი თანხას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გადაიხდის.

ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ავტომობილის ძრავი უნდა იყოს არანაკლებ 2,4 ლ, გადაცემათა კოლოფი – არანაკლებ 6-საფეხურიანი, უნდა ოთხივე ელექტროშუშით, მინიმუმ ოთხი უსაფრთხოების ბალიშით, აუდიოსისტემით, საჭის გამაძლიერებლითა და მოცურების საწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალება იყოს სალონზე დამოუკიდებელი ჩარჩოთი (body-on-frame), უგზოობისთვის მორგებული კონსტრუქციით. ასეთი კონსტრუქცია დამახასიათებელია მძიმე პირობებში გადაადგილებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის და უზრუნველყოფს მეტ მდგრადობას რთული რელიეფის პირობებში ექსპლუატაციის დროს. რაც შეეხება ფერს, ავტომობილი არ უნდა იყოს შავი.

კომპანიამ მერიას ავტომობილი მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის რაოდენობა 1 700 ადამიანით შემცირდა. 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 14 600 ადამიანი ცხოვრობს. აქედან  11 875 პირი რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ხოლო 4 934 პირი საარსებო შემწეობას იღებს.

ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები –  აუდიტი

შუახევსა და ქედაში სახელმწიფო ტყეში უკანონო კოტეჯები აღმოაჩინეს

Post navigation

Previous: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა
Next: ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 23, 2026
qeda.keda_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • ქედა

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს qedis meria_AJARATIMES.GE
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

ნოემბერი 9, 2026
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა gazi.bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა

ნოემბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 9, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება tovli_AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს qedis meria_AJARATIMES.GE 2
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

ნოემბერი 9, 2026
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა gazi.bunebrivi airi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა

ნოემბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 9, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება tovli_AJARATIMES.GE 5
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.