შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, პირი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

