Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

აჭარა თაიმსი ნოემბერი 20, 2026
batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მომდევნო კვირაში პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილია ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 554 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან ყველაზე დიდი წილი გადასახადებზე მოდის – 161,044.5 ათასი ლარი.

ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში 63,000.0 ათასი ლარი უნდა შევიდეს (2026 წლის გეგმასთან შედარებით ზრდა 10,5%-ია), დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 98,044.0 ათასი ლარით (2026 წლის გეგმასთან შედარებით ზრდა შედარებით 24.9%-ით). შემოსულობების ერთ-ერთი კომპონენტია ასევე ფინანსური დახმარების (გრანტები) საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 249,301.7 ათასი ლარი იქნება, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი – 163,000.0 ათასი ლარი და სპეციალური ტრანსფერი – 85,000.0 ათასი ლარი. გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მიზნობრივი) – 975.0 ათასი ლარით. გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – 326.7 ათასი ლარით.

საინტერესოა სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 2027 წლისთვის 134,653.8 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 88,950.0 ათასი ლარია. ის მოიცავს ორ მნიშვნელოვან წყაროს: სანებართვო მოსაკრებლები  – 7,000.0 ათასი ლარის ოდენობით და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს – 71,000.0 ათასი ლარის ოდენობით.  არაფინანსური აქტივების (ქონების გაყიდვიდან) კლების მაჩვენებელი 9,000.0 ათასი ლარი იქნება.  რაც შეეხება არაფინანსური აქტივების ცვლილებას (კლება), ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 60,000.0 ათას ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით საინტერესოა ასიგნებების საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც, 2026 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 20.1 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 3.4%-ით მეტია და 614 მილიონი ლარს შეადგენს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მიმართულების დაფინანსება იზრდება.

ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, მიმდინარე ხარჯების განაწილება ასეთია (მოცემულია მლნ ლარში):

პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში რვა ძირითადი პრიორიტეტია გამოყოფილი. მათი დაფინანსების შედარება 2026 წლის გეგმასთან შემდეგ სურათს იძლევა (მოცემულია მლნ ლარში):

ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის პრიორიტეტს 2026 წელთან შედარებით 9.2 მილიონი ლარით ნაკლები თანხა ეთმობა, იგი კვლავ ყველაზე მსხვილი საბიუჯეტო მიმართულებაა და მთლიანი ასიგნებების დაახლოებით 51.6%-ს შეადგენს. 42 მილიონი ლარი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას, ელექტროავტობუსების შეძენასა და წინა წელს შეძენილი ავტობუსების ღირებულების დაფარვას, ასევე სატრანსპორტო მართვის სისტემებისა და ველოინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

2027 წლის პროექტში მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის 59.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ როცა 2026 წლის გეგმაში ეს თანხა 19.6 მილიონი ლარი იყო. ზრდა 40.1 მილიონ ლარს შეადგენს. ეს მიმართულება მოიცავს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას, მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობასა და ელექტრონული სერვისების განვითარებას.

იზრდება დასუფთავების, ეკოლოგიისა და რეკრეაციული სივრცეების პროგრამის დაფინანსება, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის ასიგნებები მცირდება. ამ პრიორიტეტის ძირითადი ნაწილი სკოლამდელ განათლებაზე მოდის – 52.6 მილიონი ლარი, საიდანაც 48.9 მილიონი ლარი საბავშვო ბაღების გაერთიანებაზე დაიხარჯება. კონკრეტულად ამ ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ხარჯი იზრდება და 48.9 მლნ ლარს შეადგენს.

გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ასიგნებებიც. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 14.4 მილიონი ლარი, სოციალური უზრუნველყოფისთვის კი 26.4 მილიონი ლარი. აქედან მუნიციპალურ უფასო სასადილოს დაფინანსება დაგეგმილია 8.67 მილიონი ლარით; მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირებას – 7.5 მილიონი ლარით; მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალურ დახმარება – 4.99 მილიონი ლარით; მზრუნველობას მოკლებულ პირთა მოვლა-პატრონობას – 1.94 მილიონი ლარით.

მოქალაქეებისთვის საინტერესოა საკრებულოსა და მერიაში, ასევე მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება. ამ მუხლით გათვალისწინებული თანხა 70.14 მილიონ ლარია, მაშინ როდესაც 2026 წლის გეგმაში 61.88 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ხარჯი 8.25 მილიონი ლარით, ანუ 13.3%-ით იზრდება. მაგრამ შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდის პარალელურად, მცირდება მომუშავეთა რაოდენობა.

2026 წლის გეგმის თანახმად, მათი რიცხოვნობა 2 987 ადამიანს შეადგენდა, 2027 წლის პროექტით კი 28 ადამიანით ნაკლები იქნება. სულ მერიის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებას 2,959 პირი აიღებს, თუმცა ამ რაოდენობაში გათვალისწინებული არაა შტატგარეშე დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათი ხელფასი. ეს ხარჯი შედის საქონლისა და მომსახურების (მოიცავს ასევე სხვადასხვა სახის შესყიდვასა და საოპერაციო ხარჯს) მუხლში. 2027 წლის ბიუჯეტში ამ მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელი 114,13 მლნ ლარია, რაც შარშანდელს 9.58 მილიონი ლარით (9.2%) აღემატება.

Post navigation

Previous: აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 20, 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

ნოემბერი 20, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 20, 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

ნოემბერი 20, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.