Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პრეზიდენტი ახალგაზრდებს: დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ქვეყნის მომავალია

აჭარა თაიმსი იანვარი 14, 2024
salome zurabishvili_ajaratimes.ge

ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს – მისი ღირებულებები, იდენტობა, მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ყველას ვალია დროშის პატივისცემა და მისი დაცვა.

„სიამაყე, სიხარული, იმედი – ეს არის ის განცდები, რომლებიც მეუფლება მე და ალბათ თქვენც, როცა უყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო, მისი სუვერენობის, დამოუკიდებლობის, იმის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები ძალიან დიდხანს იბრძოდნენ, კვდებოდნენ, რათა ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის პატივსაცემი და ჩვენთვის წარმოადგენდეს სწორედ ხვალინდელი დღის იმედს.

დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის, იმის, რაც საქართველო იყო და რაც იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა, ეს ვუთხრა ახალგაზრდებს. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ისეთი მატერიალური სიმბოლო, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს – მისი ღირებულებები, იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა და ამავე დროს უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს. ჩვენ, ყველანი, ვართ ძალიან ამაყი, როცა ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს უცხოეთში, როდესაც გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა. მართლაც დიდი მადლობა მათ, რომ წარმოადგენენ ამ ფორმით და ამ კუთხით საქართველოს.

ჩვენ, ყველანი, ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა. ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ, სადაც საჭირო იქნება მუდამ, ყოველთვის და ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტი იქნებიან ისინი. ამისთვის ჩვენი პატივისცემა და მადლიერება. ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და, ამდენად, არის ჩვენი დასაცავი, რადგან ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, თავის დანიშნულებას. ამიტომ ვალდებული ვართ, ყველაფრის მიუხედავად, მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას ქვეყანაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ჰქვია ხალხის ერთობა.

მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ უნდა მიიტანოთ ეს დროშა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ ის ფასეულობები, რაც არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი. ყველას გესმით, დღეს რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ კარგად გესმით. თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად იმ მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: ავარია ბათუმში – მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა
Next: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 14.28% პასიურია – კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

მაისი 31, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

მაისი 31, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.