Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი ბევრი გამოწვევის მიუხედავად, წელს დასრულდება – მინისტრი

აჭარა თაიმსი მარტი 12, 2024
shemovliti gza_ajaratimes.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირწმუნება, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ირაკლი ქარსელაძემ დღეს, სამშენებლო პროცესი მედიის გარეშე მოინახულა, ინფორმაცია კი უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე შესრულებულია და შემოვლითი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

,,ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის. ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდიდან 19 – აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“ – ამის შესახებ მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომლის კომენტარსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულებას მთავრობა 2023 წელს პროგნოზირებდა, თუმცა სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, მეტწილად კი პროცესი საერთოდ შეჩერებული იყო.

ინფორმაციისთვის: სამინისტროს ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება. ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან აშენებულია 19 ხიდი.

შემოვლითი გზის შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ორი კვანძი, რომლითაც ქალაქში შესვლა იქნება შესაძლებელი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.

Post navigation

Previous: რა სახეობის ხეებს რგავენ აჭარის მუნიციპალიტეტებში
Next: აჭარაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – პროკურატურა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.