Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

admin 19/03/2024
beridzeebi_ajaratimes.ge

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ „ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2021-2024 წლებში 5,344,077 ლარი მიიღო, ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციამ ამ თემაზე პირველი კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა და იმ დროისთვის კომპანიას 1,900,000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ისიც დაადგინა, რომ “ესია ჯგუფმა” 1,716,998 ლარის სამუშაოები შეასრულა შუახევის სტადიონის მშენებლობისას, როგორც ქვეკონტრაქტორმა და წინა კვლევის დროს ამ ფაქტს საჯარო უწყებები  არ დაადასტურეს. ბოლო 8 თვეში კი კომპანიამ ტენდერებიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით კიდევ 1,757,332 ლარი მიიღო. 

რა კავშირია „ესია ჯგუფსა” და ძმებ ბერიძეებს შორის? 

აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალური იურიდიული პირის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მანამდე იგი შპს „რბ – ახალი გზის” 33% მფლობელი და დირექტორი იყო. მასთან ერთად, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%). 2017 წელს აკაკი ბერიძე  დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა და შემდეგ ინჟინრად მუშაობდა კომპანია „ანაგში” და აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს „აჭარის ნარჩენების მართვის” კომპანიაში, 2021 წელს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დაინიშნა.

ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა „ესია ჯგუფი” 2018 წლის ივნისში დააფუძნა, შპს „ესია ჯგუფი” და შპს „რბ-ახალი გზა” ერთსა და იმავე მისამართზე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #21 ბ.4-შია რეგისტრირებული.

„ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებში 2021 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო. კომპანიამ ქვეკონტრაქტორობის პირველი ხელშეკრულება იმავე  წლის ივლისში მიიღო. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერი გახდა, კიდევ ერთი ძმა, რაულ ბერიძე კი 2017 წლიდან დღემდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა – “ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობა სწორედ ამ სამი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებში დაფიქსირდა.

ბოლო 8 თვის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 

წინა პერიოდის მსგავსად, „ესია ჯგუფთან” საქმიანი ურთიერთობა ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბათუმის მუნიციპალურმა სამმართველომ გააგრძელეს, ასევე, მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ”, სადაც აკაკი ბერიძე წლების განმავლობაში მუშაობდა. ჯამში, კომპანიამ 5 შესყიდვიდან 1,757,332 ლარი მიიღო, 3 შემთხვევაში ხელშეკრულება ქედის მერიამ გაუფორმა, თითო-თითო ხელშეკრულებები მიიღო “აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიიდან” და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან. თანხის 54% (955,808 ლარი) უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდანაა მიღებული.

მონაწილეობა შუახევის სტადიონის მშენებლობაში 

წინა კვლევის მომზადების დროს აჭარის მთავრობის კუთვნილმა შპს-მ „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ” არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმაზე, იყო თუ არა „ესია ჯგუფი” ქვეკონტრაქტორი შუახევის სტადიონის მშენებლობის პროცესში, რომელშიც კომპანია „გლობალ სტანდარტმშენმა” უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ტენდერში „ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობაზე საფუძვლიანი ეჭვი კომპანიის ფეისბუქ გვერდის შესწავლისას გაჩნდა. მაშინ „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში” თქვეს, რომ მიმწოდებელ ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია, რაც ცხადია, მიუთითებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან კონტროლზე, რაც კორუფციის დამატებით რისკებს აჩენს.

გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს-ს, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სამუშაობის თითქმის 90% სწორედ ამ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა. ორივე გარემოება კითხვებს აჩენს კორუფციის რისკებთან დაკავშირებით.

“ჯამში გამოდის, რომ ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2024 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის კუთვნილი პროექტებისა და ნარჩენების მართვის კომპანიების, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებიდან 5,344,077 ლარი მიიღო, მათ შორის 3,568,745 ლარი – ქვეკონტრაქტორობიდან, 955,808 ლარი უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდან. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად,” – წერია ორგანიზაციის კვლევაში.


აქვე დაგაინტერესებთ: მაღალჩინოსნების სრულად აღჭურვილი სკვერი, მეზობლებს კი მხოლოდ პატარა ატრაქციონი
ბათუმის მერიამ ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაანგრია

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს
Next: მატარებლის ბათუმში ჩამოსვლამდე მუნიციპალური ავტობუსი მუშაობას ასრულებს – რას ამბობენ “ავტოტრანსპორტში”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin 22/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს – ერთს მძიმე დაზიანების, მეოთხეს ხულიგნობის ბრალდება წარედგინა

admin 18/10/2025
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

admin 02/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

12/11/2025
ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12/11/2025
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

12/11/2025
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

12/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

11/11/2025
ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა

11/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

12/11/2025
ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12/11/2025
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

12/11/2025
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო giorgi gaxaria_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

12/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

11/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.