Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ახალი თაღლითური სქემის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2024
erovnuli-banki_ajaratimes.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, AnyDesk-ი) გამოყენებით ხორციელდება.

„კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით, სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით – მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციის, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. SMS შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს.

დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – (+995)0322406406)“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ფემიციდის შემთხვევა შუახევში – ქმარმა ცოლი მოკლა
Next: ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 4, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლით მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდა – რკინიგზა matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლით მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდა – რკინიგზა

აგვისტო 6, 2026
არასრულწლოვანი დააკავეს არასრულწლოვანთა ფოტოების გაყალბებითა და გავრცელების ბრალდებით policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

არასრულწლოვანი დააკავეს არასრულწლოვანთა ფოტოების გაყალბებითა და გავრცელების ბრალდებით

აგვისტო 6, 2026
ბათუმში მოქალაქე პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით 1000 ლარით დააჯარიმეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქე პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით 1000 ლარით დააჯარიმეს

აგვისტო 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 5, 2026
ზაურ ახვლედიანმა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზაურ ახვლედიანმა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

აგვისტო 5, 2026
ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი მეორე პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი მეორე პირი დააკავეს

აგვისტო 5, 2026
თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლით მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდა – რკინიგზა matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლით მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდა – რკინიგზა

აგვისტო 6, 2026
არასრულწლოვანი დააკავეს არასრულწლოვანთა ფოტოების გაყალბებითა და გავრცელების ბრალდებით policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

არასრულწლოვანი დააკავეს არასრულწლოვანთა ფოტოების გაყალბებითა და გავრცელების ბრალდებით

აგვისტო 6, 2026
ბათუმში მოქალაქე პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით 1000 ლარით დააჯარიმეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქე პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით 1000 ლარით დააჯარიმეს

აგვისტო 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 5, 2026
ზაურ ახვლედიანმა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ზაურ ახვლედიანმა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

აგვისტო 5, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.