Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

,,ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში” – ახალი სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამა

აჭარა თაიმსი აპრილი 24, 2024
_AJARATIMES.GE

საორსა წარმოადგენს ღირებულებებზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ქმნის და ახორციელებს საგანმანმანთლებლო და საკონსულტაციო სერვისებსა და პროექტებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. ჩვენი სტრატეგიული ხედვა ეფუძნება კარიერულ თავისუფლებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს. საორსამ შეძლო ათასობით ადამიანის გაძლიერება და დღემდე აგრძელებს ადამიანების მხარდაჭერას.

საორსა გახლავთ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც 2021 წლის 23 მარტს ევროპულ სამყაროში საორსას ასოციაცია დააფუძნა პოლონეთის ქალაქ კიელცეში.

,,ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში” – „საორსა“ ახორციელებს ახალ სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.  

ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივიზმის, სოციალური ტრანსფორმაცის, მოტივაციის, კომუნიკაციის, ლიდერობის, ადვოკატირებისა და ლობირების თემაზე მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს.  

სოციალურ საგანმანათლებლო პროექტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, მოზარდთა, ასევე, დედათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხის ზრდაა პრიორიტეტი. 

 ძირითადი აქტივობები ასე დაიგეგმა: 

  • საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან; 
  • სასწავლო ტრენინგ პროგრამის განხორციელება – 30 მშობლის მობილიზება და მათი გაძლიერება (უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტში ჩართულობის შესაძლებლობა მიეცა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსა და პედაგოგებს, რომელთათვის საორსას პლატფორმებზე თავსდება ონლაინ საჯარო ივენთები.  
  • სწავლა – სწავლებისთვის ეფექტური მეთოდებითა და სტრატეგიებით; 
  • საბიუჯეტო პროგრამების/ინიციატივების მომზადება და ადვოკატირება საბიუჯეტო პროგრამების / ინიციატივების მომზადება და ადვოკატირება, სწავლების დასრულების შემდეგ განხორციელდება; 

„მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტი თუ აქტივობა, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს წაადგებათ ცნობიერების გაზრდა-განვითარებაში, ასევე, აღსანიშნავია მშობლების ურთიერთობა, რაც აუცილებელი ფაქტორია ჩვენთვის. ამ პროექტმა უფრო წინ წაგვწია იმის აუცილებლობის გააზრებაში, რომ უფრო მეტად ვიყოთ კავშირში მშობლები.

ასე, ერთად მეტ გამოწვევებს გავუმკლავდებით, მეტი ინიციატივები დავსახოთ სამომავლოდ, მეტი ინფორმატიულობა შევიძინოთ. თქვენი თანადგომა ერთგვარი სტიმულია, რომ მარტონი არ ვართ. შეგვიძლია უფრო კვალიფიცირებული სპეციალისტისგან მივიღოთ დახმარება, გვერდით დგომა, ინფორმაციის მოძიება, რთულ მომენტების განხილვა-დაძლევა. 

მიხარია ნამდვილად, რომ რეგიონში დაიძრა ყინული და უფრო მეტი და მეტი ყუდადღება ეთმობა შშმ და სსმ პირებს, მათ მშობლებს, ახლობლებს, სპეც მასწავლებლების მომზადებას. ჯერჯერობით ბევრი სამუშაოა სტერეოტიპებთან საბრძოლველად და უპირველეს ყოვლისა მშობელით იწყება ეს ყველაფერი. კარგი იქნება მსგავსი პროექტები, გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები მეტი დაიგეგმოს, რომ უპირველესად საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს. დავეხმაროთ ერთმანეთს, სხვა მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს ცნობიერების ამაღლებაში,“ – ამბობს ია კერძევაძე, „საორსას“ პროექტის მონაწილე მშობელი.

 პროექტის განხორცილების შედეგად, როგორც „საორსაში“ იმედოვენებენ ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება, რაც მუნიციპალურ სერვისებზე წვდომასა და აქტიური საზოგადოებრივი ინკლუზიური თემის შექმნას გულისხმობს. 

„ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა არამარტო აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით საჭიროებს მხარდაჭერასა და გაუმჯობესაბას. გარდა იმისა, რომ სსსმ და შშმ პირებისთვის უნდა არსებობდეს სათანადო სერვისები, რომლებიც დაეხმარებათ უნარების, ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და აუცილებელი თერაპიებიების მისაღებად, ასევე მნიშვნელოვანია მათი მშობლების გაძლიერება და მხარდაჭერა, ვინაიდან ბავშვის განვითარების ეტაპების, სოციალიზაციის  პირველი წყარო, თავად მშობლები არიან.

ჩვენი პროექტის მონაწილე მშობლები და სპეც მასწავლებლები იღებენ სწავლებას, თუ რა სერვისები არსებობს, რა უფლებები აქვთ, როგორც მოქალაქეებს, რომლებსაც შეულიათ თავიანთი შვილებისთვის აქტიურად ჩაერთნონ ინიციატივების შემუშავებისა და ადვოკატირების პროცესებში, ასევე პრაქტიკული რჩევებით, როგორ მართონ ბავშვებთან ურთიერთობების მიდგომები. 

აუცილებელია მშობლებთან ძალადობის თემებზეც საუბარი, რადგანაც კვლევების თანახმად შშმ და სსსმ პირები ხშირად ხდებიან ეკონომიკური, ემოციური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ასევე, აქტიურად ვისაუბრებთ სტერეოტიპებზე, სტიგმებზე და არასწორ ტერმინოლოგიებზე, რომელიც ინკლუზიურ განათლებას უკავშირდება. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროექტში ჩართულობის მსურველები დღემდე აქტიურად მოგვმართავენ, რადგან მშობლებში დიდი მოტივაცია არსებობს მიიღონ განათლება  თავიანთი შვილებისა და სხვა მშობლების მხარდასაჭერად,”- ამბობს ლანა სიხარულიძე, პროექტის მენეჯერი.


> საორსას მისია: ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალებისთვის, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით და დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობით.

> საორსას ხედვა: ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ჰქონდეს პროფესიის არჩევის, დასაქმებისა და ღირსეული შრომის პრინციპების რეალიზაციის თავისუფლება.


 

ინფორმაციისთვის: პროექტი ,,ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში” ხორციელდება „საორსას“ მიერ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ.“ 

 

Post navigation

Previous: ბათუმში, რესტორნის თანამშრომლები ტურისტებს ფულს სძალავდნენ, დაკავებულია 2 პირი
Next: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მეწარმეს თავს დაესხნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026
IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.