Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ იკლო – საქსტატის განახლებული კვლევა

აჭარა თაიმსი აპრილი 26, 2024
xalxi_.ajaratimes.ge

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია, ამის შესახებ საქსტატი იტყობინება.

“აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207),” – წერია საქსტატის კვლევაში.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს.

“2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი,” – აღნიშნულია კვლევაში.

 

Post navigation

Previous: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მეწარმეს თავს დაესხნენ
Next: საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა – საქსტატი განახლებული კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სულხან მესხიძე სექტემბერი 27, 2026
sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.