Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

შსს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 4, 2024
dakaveba_ajaratimes.ge

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული დ.ც. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ, ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს – მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა. მეორე მხარემ, თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც ბრალდებულ დ.თ.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
Next: პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა – გზდ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.