Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • მოსაზრება

ჰესებს მხოლოდ კერძო სექტორი უნდა აშენებდეს მთავრობისგან დამოუკიდებლად – ნოდარ სირბილაძე

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2024
nodar sirbiladze_ajaratimes.ge

ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას განვითარებული თუ განვითრებადი ქვეყნები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს.

ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

სამწუხაროდ, საქართველო თავისი ჰიდრო რესურსის მხოლოდ 23%-მდე იყენებს. ჩნდება კითხვა? თუ შესაძლებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი გენერაცია, რატომ ვერ მოვახერხეთ ეს აქამდე? აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით ქვეყნის ძირითად აქტივებს სახელმწიფო ფლობს. ეს აქტივები ადამიანებს არ ეკუთვნით. შესაბამისად, როდესაც ინვესტორს თუნდაც ჰესის აშენების სურვილი ჰქონდეს, მას უწევს საუბარი ბიუროკრატიასთან და არა ხალხთან, ეს კი შემდგომში გარკვეულ კონფლიქტებს წარმოშობს. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოსახლეობა მთლიანად გამოთიშულია აღნიშნული პროცესიდან.

ჰესები უნდა შენდებოდეს კერძო სექტორის მხრიდან და არა სახელმწიფოს ჩარევით. სახელმწიფოს როგორც ჰესებთან, ისე ეკონომიკასთან არაფერი არ ესაქმება. მთავარი ისაა,  რომ საწყის ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ ქვეყანაში არსებული რესურსები, ანუ უნდა მოხდეს ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია.

როდესაც მოსახლეობას დაურიგდება ქვეყანაში არსებული აქტივები ისინი თავად გადაწყვეტენ და თავად მოელაპარაკებიან ინვესტორს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვი, ახლა მოსახლეობა მთლიანად გამოთიშულია პროცესიდან.  პრივატიზაციის შემთხვევაში კი მათ დაუბრუნდებათ ის ქონება, რაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ.

შემდგომში კი ინვესტორებთან მოლაპარაკებით თავად გადაწყვეტენ თუ რა ზომის და როგორი ჰესი უნდა აშენდეს ამა თუ იმ ლოკაციაზე, თანაც ამ პროცესში ისინი ეკონომიკურ სარგებელსაც ნახავენ. ადამიანებს უკან უნდა დაუბრუნდეთ კერძო საკუთრებაში ქვეყანაში არსებული აქტივები.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე, ეკონომისტი


მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია. 

 

Post navigation

Previous: მეწარმეები ხელვაჩაურის მერიას მიმართავენ
Next: ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2025
temur gogitidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2024

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

მაისი 23, 2026
„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მაისი 23, 2026
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“ police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“

მაისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 22, 2026
გზების დეპარტამენტი ხუთვარსკლავიან სასტუმროში ლანჩებსა და სადილებში ბიუჯეტიდან 17 700 ლარს დახარჯავს infrastruqtura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გზების დეპარტამენტი ხუთვარსკლავიან სასტუმროში ლანჩებსა და სადილებში ბიუჯეტიდან 17 700 ლარს დახარჯავს

მაისი 22, 2026
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს

მაისი 22, 2026
ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

მაისი 23, 2026
„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მაისი 23, 2026
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“ police_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“

მაისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 22, 2026
გზების დეპარტამენტი ხუთვარსკლავიან სასტუმროში ლანჩებსა და სადილებში ბიუჯეტიდან 17 700 ლარს დახარჯავს infrastruqtura_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გზების დეპარტამენტი ხუთვარსკლავიან სასტუმროში ლანჩებსა და სადილებში ბიუჯეტიდან 17 700 ლარს დახარჯავს

მაისი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.