Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

მთავრობამ დაუმთავრებელი სკვერი გახსნა – ინფრასტრუქტურული პრობლემები გმირთა ხეივანში გახსნიდან 1 თვის შემდეგ

სულხან მესხიძე ივლისი 3, 2024
gmirta xeivani_AJARATIMES.GE

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის “დასრულების” შესახებ მთავრობამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა. საქართველოსა და აჭარის მთავრობამ პროექტის პრეზენტაცია გამართა, თუმცა იკვეთება, რომ სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა.

გმირთა ხეივნის მთელს პერიმეტრზე 6 შადრევანია, საიდანაც 5 არ მუშაობს. გამაგრილებელი საშუალება არც პრეზენტაციის დღეს ფუნქციონირებდა, ეს მთავრობის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც კარგად ჩანს.

სკვერში ინფრასტრუქტურული ხარვეზები ამით არ სრულდება. ლამპიონების დაწილი გათიშულია და მწყობრიდანაა გამოსული. ფაქტის ამსახველი ფოტო “აჭარა თაიმსმა” 2 ივლისს გადაიღო.

ირკვევა, რომ სკვერში არც ელექტროენერგიის სადენებია გამართულ მდგომარეობაში. ბეტონის ნაწილი ამოჭრილია და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უფუნქციოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული ლიფტებიც, რომელთა საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე პირებმა ხიდებზე ასვლა უნდა შეძლონ. კაბინები პროექტის პრეზენტაციის დღესაც დაკეტილი იყო.

ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განახორციელა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

უწყებაში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვეს. თუმცა აღნიშნეს, რომ პროექტი ბათუმის მერიას ჩააბარეს და მასზე პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა. “აჭარა თაიმსის” კითხვებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს.

ინფორმაციისთვის: გმირთა ხეივნის მოწყობაზე გაცილებით მეტი დაიხარჯება, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ სტატია „ფაქტ-მეტრმა“ მოამზადა. მასალის ავტორის ცნობით, პროექტის შესრულება ვადების დარღვევითა და საეჭვო გარემოებებით მიმდინარეობდა.

Post navigation

Previous: მძღოლებს წინა გვერდითა მინების 60% დამუქების უფლება ეძლევათ
Next: “ოცნების ქალაქში” ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სულხან მესხიძე სექტემბერი 13, 2026
sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

სექტემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 16, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

სექტემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 16, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.