Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია – ევროკავშირის ელჩი

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2024
evrokavshiris elchi_AJARATIMES.GE

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. დიპლომატმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მედიას განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, გადაწყვეტილება უმრავლესობის ნებას ეფუძნება. ელჩმა ასევე, განმარტა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

„ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ.

ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია.

როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო“, – აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Post navigation

Previous: ქედაში შშმ ქალზე ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს
Next: სოფელ კირნათში მცხოვრებლები ჰესის მენეჯმენტის წინააღმდეგ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.