Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

B ჰეპატიტზე მკურნალობა უფასო იქნება

აჭარა თაიმსი ივლისი 17, 2024
b hepatiti_AJARATIMES.GE

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და პაციენტებს სერვისის მიღება უფასოდ შეეძლებათ.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

“პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ  ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისთვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.

იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება,” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაწყებულია ტესტირება, იხილეთ ბმულზე.

ინფორმაციისთვის: პროგრამის მიზანი საქართველოში B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.

Post navigation

Previous: დინამო ბათუმი VS ლუდოგორეცი
Next: აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველი ბათუმის „ყავის გვირაბი“

სულხან მესხიძე სექტემბერი 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 14, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

სექტემბერი 14, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 14, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა marshutka_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

სექტემბერი 14, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 3
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.