Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბათუმის აეროპორტში 133 125,24 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 23, 2024
aeroporti_ajaratimes.ge

ბათუმოს აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის/შემოწმების გავლისას, სამგზავრო ჩანთაში ოქროსა და ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს.

”აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირების შემდგომ, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით, საავიაციო უშიშროების წარმომადგენლებმა, სამართალდარღვევის შესახებ, მყისიერად მიაწოდეს ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რის შედეგადაც, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრების მიერ, გამოვლენილი იქნა საერთო ჯამში – 133 125,24 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ასევე შენადნობის სახით დამზადებული ოქროს ფირფიტები (ოქროს საერთო წონა 560,78 გრამი, ხოლო ვერცხლის 6 230 გრამი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მწვანე დერეფნის გავლით ისე დატოვეს საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ბათუმის აეროპორტის’’ საბაჟო კონტროლის ზონა, რომ არ მიუმართავთ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრისთვის და არ განუხორციელებიათ სავალდებულო დეკლარირება.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დეკლარირების მიზნით საკმარისია მგზავრმა მიმართოს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს და განახორციელოს შესაბამისი საქონლის სავალდებულო დეკლარირება,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბათუმში ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა
Next: ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, არიან დაშავებულები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა – სსე ავარიის მიზეზს ადგენს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 24, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798 5
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.