Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2024
tik tok_AJARATIMES.GE

ტიკტოკი საარჩევნო წელს პოლიტიკური აქტორების მხრიდან აქტიურად გამოიყენება ოფიციალური თუ ანონიმური პოლიტიკური კამპანიების საწარმოებლად, ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” კვლევაში წერია.

მკვლევრების დაკვირვებით, ფეისბუქზე შეზღუდულმა აქტორებმა ტიკტოკზე უკვე წლებია, კომფორტული ეკოსისტემა შექმნეს. სოციალურ მედიაში არსებული ტენდენციების მონიტორინგმა ასევე, აჩვენა, რომ ოფიციალურ პოლიტიკურ კამპანიებთან ერთად, დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური კამპანიები უკვე რამდენიმე წელია, რამდენიმე პლატფორმაზე ერთდროულად მიმდინარეობს, რადგან მათ საწარმოებლად მხოლოდ ფეისბუქი აღარ გამოიყენება.

ინფორმაციისთვის: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ტიკტოკზე მიმდინარე კამპანიებს 2020 წლიდან აკვირდება.

ძირითადი მიგნებები:

  • ოფიციალურ არხებზე გავრცელებული მასალის შინაარსი უფრო მეტად პოზიტიური და ეთიკური იყო, ვიდრე ანონიმურად წარმოებული კამპანიის შემთხვევაში;
  • ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი ანგარიშები, რომლებიც ფეისბუქზე პერიოდულად იზღუდებიან, ტიკტოკის პლატფორმას აქტიურად იყენებდნენ;
  • საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ტიკტოკ არხებზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი კამპანია უფრო აქტიური და მასშტაბური იყო, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდებოდა პარტიების მხარდამჭერ
    არხებზეც: ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი ოპოზიციისას აღემატებოდა;
  • ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია – არხების ნაწილი იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა;
  • სავარაუდოდ, ვიდეოების ინტერაქციის გასაზრდელად არხების ნაწილი ე.წ. ტრენდულ ვიდეომონტაჟებს („ედითებს”) ქმნიდნენ. „ედითები” ვრცელდებოდა როგორც პოლიტიკოსების მხარდამჭერ, ისე ოფიციალურ არხებზე. მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურების მხარდამჭერ არხებზეც;
  • პარტიებთან/პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ოფიციალური არხების ნაწილი, პოლიტიკური შინაარსის ვიდეოებთან ერთად, პირადი და/ან იუმორისტული შინაარსის მასალას ავრცელებდა;
  • ტიკტოკის საინფორმაციო ველისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და, ფეისბუქზე შეზღუდვის შემდეგ, ტიკტოკის პლატფორმას აღნიშნული გზავნილების გასავრცელებლად შეუზღუდავად იყენებენ. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ „ალტ-ინფოს” კონტენტს, ანონიმურთან ერთად, რეალური პირების ანგარიშებიც აქტიურად ავრცელებენ;
  • „ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები როგორც თანხის, ისე მხარდამჭერების მობილიზებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა. „ალტ-ინფო” მხარდამჭერებს პარტიაში გასაწევრებლად ცენტრალურ ოფისში მობილიზებისკენ სოციალურ მედიაში გავრცელებული მიმართვების საშუალებით მოუწოდებდა, ამავე გზებით აგროვებდა ტელევიზიის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის თანხას;
  • „ალტ-ინფოს” მხარდამჭერი და პროპაგანდისტული ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი ნარატივების გამავრცელებელი სხვა არხების გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ანტიდასავლური შინაარსის, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და აშშ-ის საწინააღმდეგო ნარატივები. ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად აქტიურად გამოიყენებოდა ჰომოფობიური გზავნილებიც;
  • ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან ერთად, გამოიკვეთა ჩინეთის მიმართ პოზიტიური განწყობებიც. კერძოდ, ტიკტოკ არხი „ფუკოს ქანქარა” ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევის გზად წარმოაჩენდა;
  • ცალკეული არხები ერთსა და იმავე ჰეშთეგს იყენებდნენ, რაც მათ კოორდინაციაზე შეიძლება მიუთითებდეს. მსგავსი ტენდენცია გვხვდებოდა როგორც ოპოზიციის საწინააღმდეგო, ისე „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულ არხებზე. ამასთანავე, ინტერაქციის გასაზრდელად და აუდიტორიის მოსაზიდად არხები #ფორიუ ჰეშთეგს (სხვადასხვა ვარიაციით) აქტიურად იყენებდნენ.

“მონაცემების ანალიზით იკვეთება, რომ საანგარიშო პერიოდში შეგროვებულ ტიკტოკ არხებზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი კამპანია უფრო აქტიური და მასშტაბური იყო, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე.

მაგალითად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ არხებზე (17) ვიდეოების რაოდენობა (792), დაახლოებით, 14-ჯერ აღემატებოდა ხელისუფლების მადისკრედიტირებელ არხებზე (5) გამოქვეყნებული ვიდეოების (370) რაოდენობას. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდებოდა მხარდამჭერ არხებზეც: ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ოპოზიციის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „სამართლიანი არჩევნები“ ტიკტოკის მონიტორინგით მსგავს შედეგზე გავიდა – ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების მხარდასაჭერად წარმოებული კამპანია ან/და მასზე მომხმარებელთა ინტერაქცია უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. მსგავსი ტენდენციები გამოიკვეთა ფეისბუქზეც 2018 წლის საპრეზიდენტო, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდშიც.

„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერ ტიკტოკ არხებზე გავრცელებული კონტენტი ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და პრორუსული გზავნილების შემცველია. გავრცელებულ ვიდეოებში „ალტ-ინფო“ უპირისპირდება როგორც ხელისუფლებას, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ამასთანავე, გვხვდება სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების საწინააღმდეგო გზავნილებიც.

აქტიურად ვრცელდებოდა ანტიდასავლური, მათ შორის, ევროკავშირის/ ევროპისა და აშშ-ის საწინააღმდეგო გზავნილები. „ალტ-ინფოს“ არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში დასავლეთს საქართველოს მართვისა და შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის მცდელობაში სდებდნენ ბრალს. ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი არხების ნაწილი მადისკრედიტირებელ კონტენტს კოორდინირებულად აზიარებდა. კერძოდ, არხებზე ერთსა და იმავე დღეს ერთი და იგივე ვიდეოები თავსდებოდა, რაც მათი ერთი წყაროდან მართვაზე მიანიშნებს.

საანგარიშო პერიოდში მადისკრედიტირებელი არხების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის იმდროინდელი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, გახდა,” – აღნიშნულია კვლევაში. 

ცნობისთვის: „სამართლიანმა არჩევნებმა“ ტიკტოკის პლატფორმაზე მიმდინარე საინფორმაციო მანიპულაციები და პოლიტიკური კამპანიები 2024 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით შეისწავლა. დაკვირვებისთვის შეირჩა 131 არხი, რომლებიც ღიად ან ანონიმურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ კამპანიაში. შერჩეულმა არხებმა საანგარიშო პერიოდში ერთი ვიდეო მაინც გამოაქვეყნეს.

» კვლევას ვრცლად შეგიძლია გაეცნოთ ბმულზე

 

Post navigation

Previous: რატომ გაურბიან კერძო სკოლების წარმომადგენლები რუსულ კანონზე საუბარს
Next: „დინამო ბათუმმა“ “FK დეჩიჩთან“ 2-0 წააგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 4
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.