Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის

სულხან მესხიძე აგვისტო 6, 2024
kulturis saxli_AJARATIMES.GE

ქობულეთში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა. კომპანიამ ხელშეკრულების პირობები და ვადების გახანგრძლივება რამდენჯერმე მოითხოვა, რასაც მერია უპირობოდ თანხმდება. დოკუმენტში სულ მცირე, ცვლილება ცხრაჯერ შევიდა. ბოლო ცვლილების თანახმად, ვადა ერთ თვეში იწურება, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

ხელშეკრულების თანახმად, შპს “ნიკამ” შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს, რომლის ბიუჯეტი 840 718.92 ლარს შეადგენს. თანხის 96 პროცენტი მერიას კომპანიისთვის უკვე გადახდილი აქვს. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქობულეთის მერიამ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების დაწილი დაიწუნა და შპს “ნიკას” ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა.

“სამწუხაროდ კომპანიამ ვადები დაარღვია. სამუშაოები ახლა ჯარიმების ფონზე მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება” – ეს კომენტარი ქობულეთის მერის ყოფილს მოადგილეს, დავით ვერულიძეს ეკუთვნის, რომელიც “აჭარა თაიმსს” 29 თებერვალს მისცა.

ერთი წლის თავზე კულტურის სახლი ვიზუალურად თითქმის არ შეცვლილა, ხარვეზები დღესაც თვალსაჩინოა. შენობის ფასადი შელახული, შენობაში კი კედლები დაზიანებულია. გაჭიანურებული სამუშაოების გამო, თანამშრომლებს მუშაობა ერთ ოთახში უწევთ, ხოლო სცენაზე ღონისძიებების გამართვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

იმის გამო, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაცია თავდაპირველად დათმულ ვადებში არ დასრულებულა რიგი ღონისძიებები ვერ იმართება. ორგანიზატორებს, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი, სოლო კონცერტის ჩატარება ღია ცის ქვეშ მოუწიათ. 

რა ეტაპზეა სამუშაოები, როდის დასრულდება რეაბილიტაცია, რატომ შევიდა ხელშეკრულებაში ცვლილებები და რატომ თანხმდება კომპანიის მოთხოვნებს უპირობოდ ქობულეთის მერია – კითხვებზე უწყებაში არ გვიპასუხეს. 

ინფორმაციისთვის: შპს “ნიკას” სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული აქვს: 23,952,569.25, ხოლო პირდაპირი კონტრაქტებით: 12 – 138,476.16 ₾არი.

tendermonitor.ge-ის ინფორმაციით, კომპანიას დღეის მდგომარეობით 301 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის 12 გამარტივებული შესყიდვაა, აქედან 27.9 % მოგებული აქვს.

 

Post navigation

Previous: რა აჩვენა ბათუმის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის კვლევამ
Next: აშშ-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეაჩერა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“

ლევან ურიდია ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ოქტომბერი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ოქტომბერი 19, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ოქტომბერი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.