Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ბსუ-მ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა” – როლანდ შავაძე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 26, 2024
roland shavadze_AJARATIMES.GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა, ამის შესახებ როლანდ შავაძე სოციალურ ქსელში წერს. გადაწყვეტილებას შავაძე პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6 წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს…

ბსუ-ში მივიღე მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.

რეალურად, ორი კვირის წინათ, პასუხისმგებელი პირი, როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარით ერთი ჯგუფის ნაცვლად, ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის ოცნების მხარდამჭრების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება. ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს,” – წერს როლანდ შავაძე.

კომენტარისთვის “აჭარა თაიმსი” ბსუ-ს დაუკავშირდა, განმარტების გაკეთების შემთხვევაში მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი
Next: სარფის საბაჟოზე ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.