Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

აჭარა თაიმსი 1 წლისაა – დამფუძნებლის წერილი

აჭარა თაიმსი დეკემბერი 3, 2024
sulkhan meskhidze_ajaratimes.ge

ძვირფასო მეგობრებო და მხარდამჭერებო – დღეს განსაკუთრებული დღეა, აჭარა თაიმსის პირველი იუბილე. ეს ერთი წელი იყო სირთულეებით, შრომითა და დიდი ემოციებით სავსე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იყო სიხარული, გამარჯვება და იმედის გამართლება. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ნული ბიუჯეტით, მაგრამ უდიდესი რწმენით – რომ გამოვიდოდა და შეიქმნებოდა პლატფორმა, რომელიც არამხოლოდ საინფორმაციო სივრცეს გაამდიდრებდა, არამედ იქცეოდა სანდო და ობიექტური მედიის მაგალითად.

» ეს წელი იყო ჩვენი და თქვენი დიდი მხარდაჭერისშედეგი, რაც ციფრებში და მიღწევებში აისახა:

  • დაფუძნებიდან სამი თვის თავზე მოვიპოვეთ გრანტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი აქტივობები;
  • ჩვენი ჟურნალისტური ნაშრომები არაერთი კონკურის გამარჯვებული გახდა;
  • კონტაქტი დავამყარეთ ახალ პარტნიორებთან, რომლებთან ერთადაც ვაშენებთ მყარ საფუძვლებს;
  • ვიპოვეთ სპონსორები, რომლებიც გვეხმარებიან მეტი შესაძლებლობის შექმნაში;
  • თითქმის ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა მოვიპოვეთ;
  • ჩვენი აუდიტორია ყოველდღიურად იზრდება ყველა პლატფორმაზე, რაც გვაძლევს მოტივაციას ვაკეთოთ კიდევ უფრო მეტი.

აჭარა თაიმსი გახდა სანდო ინფორმაციის წყარო აჭარიდან. ჩვენ ვიყავით არაერთი გახმაურებული მასალის ავტორი, რომლებიც დღის წესრიგს ქმნიდნენ და რეალურ გავლენას ახდენდნენ საზოგადოებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი წლისთვის დასახული ყველა მიზანი არა მხოლოდ შევასრულეთ, არამედ გადავაჭარბეთ კიდეც საკუთარ მოლოდინებს.

» ჩვენი მუშაობის მთავარი ღირებულება არის საზოგადოების ინტერესების დაცვა:

  • ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსულ პროპაგანდას და აქტიურად ვუჭერთ მხარს დასავლურ ღირებულებებს;
  • მიუხედავად მცირე რესურსებისა, ვახერხებთ, რომ აჭარიდან ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ოპერატიულად და ობიექტურად გავაცნოთ მკითხველებს;
  • აქტიურად ვაშუქებთ ხალხის საჭიროებებს, მათ შორის ყველა საპროტესტო აქციებს უწყვეტად, პირდაპირ ეთერში გადავცემთ.

ჩვენი წარმატება არ იქნებოდა შესაძლებელი თქვენი მხარდაჭერის გარეშე. გულმხურვალე მხარდამჭერები, ინფორმაციის მომწოდებლები და თავდაუზოგავი მოხალისეები არიან ჩვენი მთავარი ძალა. ამ ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ ფასდაუდებელი გამოცდილება და ახლა კიდევ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ვგეგმავთ მომავალს.

» ჩვენს სამომავლო გეგმებს შორისაა:

  • ახალი ინიციატივების განხორციელება;
  • სტრატეგიული პროექტების განვითარება, რომლებიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს;
  • კიდევ უფრო მეტი პლატფორმის გაძლიერება, რომ თქვენს გვერდით ვიყოთ, სადაც არ უნდა იყოთ.

აჭარა თაიმსი მუდამ იქნება საზოგადოებისა და სიმართლის მხარეს. ჩვენ შევქმნით სივრცეს, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ხმა გაისმება. გახსოვდეთ, ჩვენ მხოლოდ თქვენს დამსახურებად მივიჩნევთ ყველაფერს, რაც აქამდე შევძელით, და ჩვენი თითოეული ნაბიჯი მომავალში კვლავაც თქვენ გეძღვნებათ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ დაუვიწყარი ერთწლიანი გზისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია – ერთად უფრო შორს წავალთ!

აქვე დაგაინტერესებთ: აჭარა თაიმსი ციფრებში ასე გამოიყურება ⇓

  • Facebook: 15 ათასი გამომწერი
  • ფეისბუქ ჯგუფები: 25 ათასი გამომწერი
  • Tik-Tok: 17 ათასი გამომწერი
  • Youtube: 373 გამომწერი
  • Instagram: 145 გამომწერი
  • Telegram: 410 გამომწერი
  • WhatApp: 100 გამომწერი

ცნობისთვის: ვებგვერდზე: AJARATIMES.GE-ზე ყოველდღიურად 10 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი ფიქსირდება. სოციალურ ქსელებში ჩვენი მასალების ნახვების რაოდენობა, თვიურად 3 მილიონს აღემატება.

სიყვარულითა და მადლიერებით სულხან მესხიძე, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი.

Post navigation

Previous: აჭარაში პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება
Next: ქობულეთში, და-ძმას შორის კონფლიქტი დაჭრით დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ლევან ურიდია ნოემბერი 5, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.