Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

იუსტიციის სახლის მუშაობის შეფერხების მცდელობა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 9, 2024
iusticiis saxli_AJARATIMES.GE

დილიდან ბათუმში, იუსტიციის სახლში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ადგილზე მივიდნენ, რიგის ნომრები აიღეს და ოპერატორებს გაფიცვის, ასევე, პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ.

აქციაში მონაწილე პირების თქმით, იუსტიციის სახლის თანამშრომლები მათ საუბარს ურეაქციოდ პასუხობნდნენ, ასევე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დასაქმებულები დისკომფორტში იყვნენ.

შიდა ტერიტორიაზე დაცვის პოლიცია, ხოლო გარე პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. მედიას იუსტიციის სახლში გადაღების შესაძლებლობა არ მიეცა, დაცვის პოლიციის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

„შემოვედით, ხმამაღლა გაფიცვისკენ მოვუწოდეთ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. შემოვარდა პოლიცია, მათ შორის შენობაში წინასწარ მობილიზებული ჰყავდათ დაცვის პოლიცია და ძალის გამოყენებით, იძულებით გამოგვიყვანეს გარეთ. როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს და არაფრის პროტესტს კანონის ფარგლებში აზრი არ აქვს, ჩვენ ერთადერთი პროტესტი ხმაურით და ფიზიკურად შეგვიძლია რომ გამოვხატოთ. ამიტომ, ყოველთვის ვდგავართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ეს ბრძოლა მივა გამარჯვებამდე, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ.

მოგვიანებით პროტესტის მონაწილე პირებმა იუსტიციის სახლში დაიწყეს სკანდირება “გაიფიცეთ”, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა რეაგირება. ოპოზიციონერები შიდა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, პროცესი კი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტებს ჰქონდა ადგილი.

„მხედრიონელებს“ გავხართ, ბორინკას მცველები ხართ… გაიღვიძეთ, ქვეყანას გვართმევენ“, – მიმართესაქციის მონაწილეებმა პოლიციელებს.

Post navigation

Previous: მედია ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ
Next: PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

აჭარა თაიმსი ივნისი 13, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.