პროტესტის მე-17 დღე – აჭარის მთავრობასთან აქცია კვლავ მიმდინარეობს, რომელსაც დღეს, საკლუბო სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ. შეკრებილები პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ.
ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპის გზა საბოლოოდ ჩაკეტოს.
„როგორ ხარ? – ბოლო დღეებია ამასაც ვერ ვეკითხებით ადამიანები ერთმანეთს. თბილისში ჩვენს მეგობრებზე, ახალგაზრდებზე, ევროპისთვის მებრძოლ ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობენ, ამიტომ შეუძლებელია კარგად ვიყოთ. არ გვაშინებს ცუდი ამინდი, ყოველ დღე გამოვალთ და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ“, – აცხადებენ შეკრებილები.



