Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

წელს პირველად, ბათუმის ნაძვის ხე ჩინოვნიკებს არ აუნთიათ

სულხან მესხიძე დეკემბერი 25, 2024
nazvis xe_AJARATIMES.GE

წელს პირველად, ბათუმის ნაძვის ხე ოფიციალურ პირებს არ აუნთიათ, მათ შორის ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ ბენდები და მომღერლები. ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები, სცენა კი, ლითონის კონსტრუქციით იყო შემოსაზღვრული.

სცენასთან, გისოსებს შიგნით, ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა, მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიასაშაულებებს უპასპინძლა. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ანთების პროცესში ჩინოვნიკები არ მონაწილეობდნენ. რამდენიმე მოზარდმა ათიდან უკუსვლით დაითვალეს და განათება ჩაირთო.

მანამდე სცენაზე სხვადასხვა სტუდიისა და საჯარო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სცენაზე მხოლოდ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ ბერიძემ, ბენდ “ალილოსთან” ერთად იმღერა.

აქვე დაგაინტერესებთ: ვინ არის არჩილ ბერიძე, ნახეთ მოკლედ.

ევროპის მოედანზე ბათუმის მერიის თანამშრომლები და “ქართული ოცნების” აქტივისტები იმყოფებოდნენ. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ჩვენს კითხვებს მოკლედ უპასუხა, მასთან გასაუბრების საშუალება დაცვამ არ მოგვცა.

“მთელი დღის განმავლობაში იყო საბავშვო პროგრამა და ბავშვებმა აანთეს ნაძვის ხე. დღეს ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს აენთოდ ნაძვის ხე,” – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა და გაიქცა.

ინფორმაციისთვის: ქალაქის სახალწლოდ მორთვისთვის, მერიამ 1 მილიონ 799 ათას 850 ₾არი დახარჯა. სამუშაობს, ბოლო რამდენიმე წელია კვლავ, უკონკურენტოდ, “აჭარგანათება” განახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და ხშირად იგებს მათ უკონკურენტოდ. „აჭარგანათება“ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან უკონკურენტოდ იგებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, თამაზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო წინა ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეწილე მისი მეუღლე ზოია დოლიძე გახდა. ხოლო მოგვიანებით კომპანია მთლიანად გადავიდა თოფურიძეების საკუთრებაში. თამაზ თოფურიძის შვილი, ირაკლი თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრის ენმ-დან რეზო ხარაზის თქმით, ირაკლი თოფურიძე ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის კლასელიცაა.

ნახეთ, პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ⇓

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1551110968926547

 

ნაძვის ხის ანთების პარალელურად, ევროპის მოედნიდან რამდენიმე მეტრში, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. უკვე 28-ე ღამეა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი, ახალ არჩევნებსა და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/442237312277185

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/2957398101109482

Post navigation

Previous: ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში
Next: ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ლევან ურიდია ოქტომბერი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

ოქტომბერი 31, 2026
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

ოქტომბერი 31, 2026
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.