Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა

სულხან მესხიძე 14/01/2025
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE

მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა, რასაც დარბაზში ხმაური შეიქმნა. მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზში პროტესტი დაიწყო. მედიის წარმომადგენლებმა,  მოსამართლესა და პროკურორებს სხვადასხვა შეძახილებით მიმართეს.

მათ შორის გამოხატული იყო ისეთი განცხადებები, როგორიცაა „ივანიშვილის მონები“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“ და „მოღალატეებო“.

ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ სასამართლოს წინაშე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, ხოლო მისი დაცვის მხარე 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებული თავადაც სიტყვით გამოვიდა პროცესზე და განაცხადა, რომ არ გაურბის პასუხისმგებლობას.

„დღეს სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაებრუნებინა საზოგადოების ნდობა და მაღალ თამასაზე აეწია დღევანდელი საქმის განხილვით ის რეპუტაციული სტანდარტი, რომელიც სასამართლოს უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, სასამართლომ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. აღარ ვსაუბრობ იმ საპროცესო ნორმების არასწორად განმარტებაზე, რომელიც საფუძვლად დაუდო პატიმრობის გამოყენებას. ზოგადად, ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდებას, მით უმეტეს აღკვეთის ღონისძიების სახით, მაღალი დასაბუთების სტანდარტი სჭირდება. სამწუხაროდ, როდესაც სასამართლომ ეს დასაბუთების სტანდარტი გამოიყენა, იხელმძღვანელა იმ მტკიცებულებით, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი არაა.

მარტივად რომ ვთქვათ, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტი მიიჩნია ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის საფრთხედ და პატიმრობა პრევენციად გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ავხსენით, რომ სტიკერის კედელზე გაკვრა სამართალდარღვევა არაა. ეს სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თავის დროზე იმ პოლიციელმა შეადგინა, რომელმაც ამაღლობელი დააკავა, თავისთავად უკანონოა. ამ უკანონობის დადასტურება საჭიროებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ნახეთ, რამდენი ჯაჭვური ამბავია?! არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად დაკავება კანონიერი იყო.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს კანონიერი ფაქტი იყო, ანუ კედელზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა იყო. როდესაც ის დააკავეს და გამოუშვეს, შემდეგ კი ახალი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეიძლება ამან იმდენად განგრძობადი ხასიათი მიიღოს, რომ მომავალში კიდევ ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ანუ, ჰიპოთეზურად, შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ვამყოფოთ ციხეში იმის გამო, რომ ვთვლიდეთ, რომ მისგან დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ამგვარი განმარტებები არათუ შიდა სასამართლო სტანდარტებს და პრაქტიკებს არ შეესაბამება, არამედ საერთაშორისო გადაწყვეტილებასაც.

მიუხედავად ამისა, ჩვენ, ადვოკატებს ამ ეტაპზე სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს. ვაგრძელებთ ყველა სამართლებრივ გზასა და პროცესს, რაც საჭიროა უფლების დასაცავად. თუ შიდა რეგულაციებისა და შიდა საკანონმდებლო დონეზე უფლების დაცვას ვერ შევძლებთ და გადაწყვეტილება არ შეიცლება, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს“,- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმაში ედება. იგი ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ წესით დააკავეს, მაგრამ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის კვლავ დააკავეს.

„სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ 11 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, შენობის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ის პოლიციელს თავს დაესხა. პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება. მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება და შესაბამისად, ეს პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა“, – განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელის ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავებისას ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული კადრები, რომელშიც მზია ამაღლობლის დაკავების პროცესია ასახული დიდი ალბათობით, უკონტექსტოდაა წარმოდგენილი.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/950109716681352/

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმის სასამართლოში 12 პირის საქმის განხილვა გაიმართა
Next: პირდაპირი ეთერის მოთხოვნით აჭარის მაუწყებელთან მორიგი აქცია გაიმართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 27/10/2025
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

admin 27/10/2025
nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

admin 27/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.