Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

აჭარა თაიმსი იანვარი 20, 2025
IMG_4546

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის “როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების ოპერატორებზე დიდი მოთხვონაა და გვიხარია, რომ ამ პროფესიის შესწავლასა თუ ცოდნის ამაღლებაში მათ „თეგეტა აკადემია“ დაეხმარება. პროგრამებსგაუძღვებიან „თეგეტა აკადემიის“ მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები. გარდა ამისა, იქნებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ტრენერები/სპეციალისტები/მასწავლებლები. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში ამ მზარდ მიმართულებაში პროფესინალი კადრები მოვამზადოთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ – ხანგრძლივობა 12 კვირაა. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს პარტნიორი კომპანიის „ტრანსფორდის“ ბაზაზე. 

რაც შეეხება „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამას, ის პარტნიორი კომპანიის, „ტრანსფორდის“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში კი მომდევნო ნაკადის მიღებისას შესაძლებელია სხვა კომპანიებთან პარტნიორობაც, რომლებსაც სურთ, თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის მიმართულებით გადაამზადონ. 

პროფესიული მომზადების პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მიმართულების შესწავლას. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა დადასტურებული საბაზო განათლება და ასაკი მინიმუმ 18 წელი. რაც შეეხება გადამზადების პროგრამას, შექმნილია მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ დაუდასტურდებათ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

„თეგეტა აკადემიამ“ აღნიშნული მასშტაბური პროექტი დასავლეთ საქართველოში USAID-ისმხარდაჭერით დაიწყო. აკადემიამ ფოთისა დაბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების 14 პროგრამის განხორციელების უფლება 3 წლის ვადით მოიპოვა.

ორივე ფილიალში მსმენელების პირველი ნაკადი, ჯამში 80 ადამიანი, 2024 წლის ნოემბერში მიიღეს. პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ან კონსულტაციისთვის დაუკავშირდნენ „თეგეტა აკადემიას“. ფოთის ფილიალის თითოეულ პროგრამას 20 მსმენელი დაესწრება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოსგან აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით.

საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის პროგრამის შემდეგ ფოთის ფილიალში გამოცხადდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები სპეცტექნიკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები და ფრონტალური დამტვირთველები.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგ ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

Post navigation

Previous: ბათუმში, ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
Next: TV25-მა საინფორმაციო გამოშვება გაურკვეველი ვადით შეაჩერა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026
lombardi
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებელს ოქროზე ყველაზე მაღალ შეფასებას სთავაზობს

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
0630d9cdc1b0f9df04ad0616d2fe3a6f
  • რეკლამა

აიღე „სელფის“ ახალი ნომერი და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ

აჭარა თაიმსი მაისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 2, 2026
ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს

ივნისი 2, 2026
„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა ajaris televizia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა

ივნისი 2, 2026
ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ივნისი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 1, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 2, 2026
ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს avtobusi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს

ივნისი 2, 2026
„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა ajaris televizia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა

ივნისი 2, 2026
ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს aeroporti_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ივნისი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.