Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დაკავების შემდგომ მობილურიდან ყველა მასალა წამიშალეს – “ბათუმელების” ოპერატორი

აჭარა თაიმსი იანვარი 23, 2025
batumelebi_AJARATIMES.GE

მზია ამაღლობელის დაპატიმრება ამ ორი მედიაგამოცემის მიუკერძოებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო, მათ წინააღმდეგ მრავალწლიანი სახელისუფლებო შეტევის შედეგია, განაცხადეს ონლაინ მედია “ბათუმელებში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღესვე, 12 იანვარს, დააპატიმრეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც. მურვანიძის დაკავების ბრძანება, როგორც რედაქციაში ამბობენ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ გასცა. ონლაინმედიის ოპერატორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

 „ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე, ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

გურამ მურვანიძის თქმით, არაერთგზის განუმარტა პოლიციელებს, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო, თუმცა ის მაინც დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის შემდეგ, როცა მას პირადი ნივთები ჩამოართვეს დასალუქად, პოლიციელებმა ნახეს მისი პრესის ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნამდვილად „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა.

21 იანვარს გურამ მურვანიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა,  ტელეფონი იყო სრულიად  გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე და თავიდან ითხოვდა კონფიგურირებას, როგორც ახალი ტელეფონი.

„მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ეს იცოდა, როგორც მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ასევე შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდან ქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული მობილური ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალეს. ჩემს ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

გურამ მურვანიძის ინტერესებს საია იცავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ გუშინ, 22 იანვარს, უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამივე უწყებაში შესულია განცხადება.

მოთხოვნები:

შსს-ს გენინსპექციისგან ვითხოვთ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დანაშაულია (სსკ-ის 154-ე მუხლი). ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სსკ-ის 284-ე მუხლი) და კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფა (სსკ-ის 286ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ სამივე მუხლისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ზემოთ ხსენებული ქმედებები, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საქართველოს გენერალური პროკურორისგან ვითხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე/განცხადება და დაავალოს შესაბამის პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, რათა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უნებართვოდ შეაღწიეს გურამ მურვანიძის მობილურ ტელეფონში და წაშალეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა

Post navigation

Previous: სასტუმრო “შერატონმა” გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურას გადასცა – პარტია
Next: შუახევში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

სექტემბერი 2, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 2, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 1
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

სექტემბერი 2, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 2, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.