Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

“აჭარა თაიმსი” განსაკუთრებით ხშირად ხდება თავდასხმების სამიზნე – კოალიცია

აჭარა თაიმსი მარტი 22, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE (1)

ფოტო: ედო მჟავანაძე

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება “აჭარა თაიმსის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მათი პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევას.

“ოცნების ქალაქში” ჩასულ ჟურნალისტებს, “აჭარა თაიმსის” დირექტორ სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტ, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მათ ჟურნალისტების მიმართ გამოიყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოითხოვდნენ ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ წასვლას და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა მათი თანდასწრებით არანაირი სამართლებრივი ზომები არ მიიღეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები მსგავსი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ 150-მდე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები არ დასჯილან. “აჭარა თაიმსი” განსაკუთრებით ხშირად ხდება მსგავსი თავდასხმების სამიზნე, რაც მიუთითებს კრიტიკული მედიის მიზანმიმართულ დევნაზე.

მედიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას. რეჟიმის მიერ მედიის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია და მისი შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს,” – წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებაში.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი თავდასხმების გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

Post navigation

Previous: ქობულეთში ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას კაცი გარდაიცვალა
Next: „ფრენბურთის კლუბი ბათუმის“ ქალთა და კაცთა გუნდების გამარჯვებები უმაღლესი ლიგის მეორე ტურში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.