Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა აჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე აირჩიეს

სულხან მესხიძე აპრილი 7, 2025
_AJARATIMES.GE

დღეს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული პლენარული სხდომა ისტორიაში პირველად დახურულ ფორმატში გაიმართა. გადაწყვეტილება, მედიის არდაშვების თაობაზე, საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღო.

სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არალეგიტიმურად აირჩიეს ყოფილი პოლიციელი, სანქცირებული სულხან თამაზაშვილი. მის კანდიდატურას მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

სხდომის პარალელურად უმაღლესი საბჭოს შენობის გარე პერიმეტრზე გაიმართა საპროტესტო აქცია. მედიის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ფაქტი და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა დეპუტატებმა სხდომაზე ასევე დაამტკიცეს აჭარის მინისტრთა კაბინეტი, რომელიც იგივე შემადგენლობის იქნება.

ინფორმაციისთვის: სულხან თამაზაშვილი 2024 წლის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში. საერთაშორისო პარტნიორები მას პასუხისმგებლობას აკისრებენ ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე. სანქციები გულისხმობს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს.

რა ქონება აქვს სულხან თამაზაშვილს, რომელსაც აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარედ დანიშვნას უპირებენ

Post navigation

Previous: აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
Next: “ს/კ გონიომ” “მეშახტესთან” მატჩი წააგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.