Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

3 თვე თავდასხმიდან – ზვიად ქორიძის საქმეზე პროკურატურას პასუხი ჯერ არ აქვს

აჭარა თაიმსი აპრილი 11, 2025
zviad koridze_AJARATIMES.GE

თითქმის სამი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე, ზვიად ქორიძეზე ჯგუფური ძალადობა განხორციელდა.

ქორიძე იმ დროს ბათუმში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა და პოლიტიკური პატიმრის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები: პარტიის რეგიონული მდივანი და ე.წ. პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მანველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე, მისი მძღოლი გოჩა სამხარაძე და კიდევ ორი პირი.

ზვიად ქორიძე უკვე დაზარალებულად არის ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც აჭარის პროკურატურა იძიებს, თუმცა, მიუხედავად დამაჯერებელი მტკიცებულებებისა — ექსპერტიზის დასკვნები, თვითმხილველთა ჩვენებები და ვიდეოკადრები — ამ დრომდე არავის მიმართ დაყენებულა ბრალდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციამ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არც ქორიძეს და არც ორგანიზაციას. საქმეში არსებული ვიდეოკადრები სხვა სუბიექტების, მათ შორის „ლიბერთი ბანკის“ კამერებიდან არის და არ ასახავს სასტუმროს ფოიეში განვითარებულ ძალადობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თავად ძალადობის მონაწილე პირებიც არ უარყოფენ ინციდენტში მონაწილეობას, თუმცა ცდილობენ ინციდენტის ინიციატორად ქორიძე წარმოაჩინონ. სასტუმროს პერსონალის ჩვენებებში ქორიძის მხრიდან პროვოკაციული ქმედების ნიშნები არ იკვეთება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან მომხდარი ძალადობის გამოუძიებლობა, ორგანიზაციის განცხადებით, არა მხოლოდ ზვიად ქორიძეზე თავდასხმაა, არამედ შეტევაა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. მათი თქმით, პროკურატურის ასეთი მიდგომა მხოლოდ ახალ ძალადობრივ აქტებს შეუწყობს ხელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურას, დროულად მიიღოს ზომები და საქმე ბოლომდე მიიყვანოს — მოტივირებული და გავლენიანი დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

რას ამბობენ თანაგუნდელები გიორგი მანველიძეზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი ფიგურანტია

გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმის“ წაუგებელი სერია გრძელდება
Next: ქობულეთში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.